დედის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

მკვლელობა მოხდა ლილოში – დაკავებულია 2005 წელს დაბადებული პირი, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი მოკლულის შვილია, რომელსაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო მეორე მისი მეგობარი, 2003 წელს დაბადებული პირი, რომელიც ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ პირს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენაში მას თავისი მეგობარი ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.