დედაქალაქის მერმა ისანი-სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ისანი-სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სამგორში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაცია განახლდა. მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელები, უკვე დასრულებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ქეთევან წამებულის ქუჩაზე, პარალელურად, 400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც შვიდი მეტრის სიღრმეზე ეწყობა.

კოლექტორის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი.