კახა კალაძე - ბიუჯეტი საარჩევნო პროგრამას გვინდა მოვარგოთ, რათა პროექტების განხორციელება დავიწყოთ
კახა კალაძე - ბიუჯეტი საარჩევნო პროგრამას გვინდა მოვარგოთ, რათა პროექტების განხორციელება დავიწყოთ

საარჩევნო პროგარამაში გაწერილი დაპირებების განსახორციელებლად საჭიროა, საკრებულოდან ბიუჯეტის გამოთხოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებები იმისთვის უნდა შევიდეს, რომ დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებებლი გახდეს.

„რა თქმა უნდა პირველივე მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის გამოთხოვას მოვითხოვთ, იმისთვის, რომ მუშაობა დავიწყოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნო პროგრამა, რაშიც გაწერილი იყო ოთხწლიანი განვითარების გეგმა.  შესაბამისად, ბიუჯეტი გვინდა მოვარგოთ საარჩევნო პროგრამას, რათა დავიწყოთ იმ პროექტებს განხორციელება, რომელზეც მთელი კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან ბევრი ცვლილება იქნება.  ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრმლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდნა ტრანსფერის თანხა იყოს გაზრდილი, რომ უფრო მეტი და მნიშვნლოვანი პროექტების განხორციელება იყოს შესაძლებლები 2018 წელს“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა გამგეობაში შესაძლო რეორგანიზაციაზეც გააკეთა კომენტარი.

„რაც შეეხება გამგეობებს, იქნება რეოგრანიზაცები, იქნება ოპტიმიზაცია, რა გაკეთდება და როგორ,  ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადეობა თქვენი მეშვეობით გაიგებს“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.