დედაქალაქის ბიუჯეტი და მთავრობის პროექტები

21:26, 23.12.2025

ხმაურიანი განხილვების შემდეგ თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია.

დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორ მილიარდ 200 მილიონამდე ლარს შეადგენს. პრიორიტეტია ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურის განვითარება. მომავალ წელს დაგეგმილი მსხვილი პროექტების ჩამონათვალშია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ტრამვაის ხაზის გაყვანა, დიღმის მასივში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ახალი ხიდების აშენება, სკვერების და ბაღების რეაბილიტაცია. იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის, ანუ კასკადის რესტავრაცია, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს. სამომავლო გეგმები დეპუტატებს თავად მერმა გააცნო, განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც დედაქალაქის მთავრობას არასწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მიუთითებს და შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს. კითხვები დაისვა ლაგუნას პროექტზე, ოპონენტებმა პენსიონერებისთვის განკუთვნილი წამლების ვაუჩერების გაზრდაც მოითხოვეს.

მსგავსი