დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა

დღეს დედაენის დღეა. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ამ დღეს, ტრადიციულად, იხსენებენ 1978 წლის მოვლენებს, როცა, ქართველი სტუდენტების და საზოგადოების ხალხმრავალი პროტესტის შედეგად, ქართულმა ენამ მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებული სხვადასხვა კონკურსი, გამოფენა და კონცერტები გაიმართა – დედაენის დღე, რომელიც 1990 წლიდან აღინიშნება, დღეს დედაქალაქსა და რეგიონებში იზეიმეს.