ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება, ახალგაზრდების პეტიცია და მასშტაბური პროტესტი, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა.
ისტორიული 14 აპრილიდან დღეს 47 წელი გავიდა. 1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად იქცა. ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის გაუქმების გეგმას სტუდენტობა და მთელი მოსახლეობა დაუპირისპირდა. პროტესტი თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტიდან დაიწყო – რუსთაველის გამზირი მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. შედეგად უმაღლესი საბჭოს სესიაზე გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები აღარ შევიდოდა. წინააღმდეგობის შედეგად ქართული იდენტობის სიმბოლომ ქვეყნის უზენაეს კანონში სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 14 აპრილი დედაენის დღედ არის გამოცხადებული.
ისტორიული პროცესების ამსახველ უნიკალურ საარქივო მასალებს მაკა არჩევნიშვილმა გადახედა.