დედა ენის დღე

21:51, 14.04.2026

გამორჩეული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ბრძოლა ეროვნული საგანძურის დასაცავად – უკვე 48 წელია, საქართველო 14 აპრილს ქართული ენის დღეს აღნიშნავს.

1978 წლის 14 აპრილს მოწყობილმა ხალხმრავალმა აქციამ და საზოგადოების მწვავე პროტესტმა შედეგი გამოიღო: საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა და ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ამ სტატუსის რუსული ენისთვის მინიჭებას გულისხმობდა, უკან წაიღეს. პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და მალევე საპროტესტო ტალღამ მთელი საზოგადოება მოიცვა.

397 სტუდენტის ხელმოწერით შედგენილი, ისტორიული მნიშვნელობის პეტიცია, დაშინებების მიუხედავად, მასობრივი წინააღმდეგობა უმაღლესი საბჭოს სესიის ფონზე და მშობლიური ენის მცველების მდუმარე პროტესტი – 48 წლის წინანდელ არქივს გენო ოსიყმაშვილმა გადახედა. რეპორტაჟში ისტორიული დღის და თანმდევი მოვლენების ამსახველი არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია გამოყენებული.

მსგავსი