მმართველ გუნდთან დებატებისთვის მზად არის ოპოზიცია. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის წლებია მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს მასთან დებატებისკენ. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, მათ შორის საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა და ოპონენტების ციხიდან განთავისუფლება. დებატების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყურადღებას გაამახვილებენ როგორც კორუფციაზე, ასევე გაზრდილ ფასებზე. პარტია გახარია-საქართველოსთვის წარმომადგენლები კი ოპონენტების გამოხმაურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და იხსენებენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს, თუმცა, დებატების მზაობის შემთხვევაში გახარიას პარტიაც მზაობას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრის განცხადება