პრემიერ-მინისტრის განცხადება 

21:15, 22.01.2026

რა შეიცვლება ქართული რეალობიდან წლების წინ გამქრალი პოლიტიკური დებატების ტელესივრცეში დაბრუნებით – დებატების, როგორც საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვანი მექანიზმის აღდგენის ინიციატივით პრემიერი გამოდის. მთავრობის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან პროცესებზე მსჯელობისა და დისკუსიის სივრცის გაქრობას, „დიფ სთეითის“ გავლენების გაძლიერებით
ხნის. საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის ფორმირების წინააღმდეგ ბრძოლას კი მოქალაქეებისთვის კონკრეტული ძალების დღის წესრიგის თავს მოხვევის მექანიზმად განიხილავს. ქართული პოლიტიკური რეალობიდან დებატების კულტურის გაქრობაში, პრემიერი გარე ძალების ჩართულობით ოპოზიციის ბრალეულობას ხედავს, პროცესის ავტორად კი ნიკა გვარამიას ასახელებს.

საპირისპიროა ოპოზიციის შეფასება – რატომ დადგა დღის წესრიგში პოლიტიკური დებატების აუცილებლობა და ვინ არის მზად ოპოზიციიდან მმართველ გუნდს დებატებში დაუჯდეს – თამარ წიკლაური მუშაობდა თემაზე.

მსგავსი