დებატები - მხარეთა პოზიციები

პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე – სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე დებატები გაიმართოს, ოპოზიციურ სპექტრში ჯერ ისევ მსჯელობენ. ვინ უპირობოდ და ვინ რა პირობით მიიღებს მონაწილეობას შეთავაზებულ ფორმატში, კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ნაწილი ინიციატივას მიესალმება და მზად არის შეთავაზებაში ჩაერთოს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა “ კი პროცესის წინაპირობად ახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე პოლიტიკოსებისა და აქციების დროს დაკავებულების ციხიდან გათავისუფლებას ასახელებენ. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სატელევიზიო დებატების გახსნის ინიციატივით მიმართა. მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნებაა.