დებატები ევროპარლამენტში – შეფასებები თბილისში
„ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა“ – ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტში საქართველოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ გზავნილებს, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტში გარკვეული ევროდეპუტატების მხრიდან, საღი აზრიც ისმის. ოპოზიციის შეფასებით, არსებული პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, ევროპული ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის დასრულებულია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, იმისათვის, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნისთვის გაგრძელდეს, საჭიროა არსებული კურსის შეცვლა, ხელახალი არჩევნები და მიღებული კანონების გაუქმება.