დებატები ევროპარლამენტში
ევროპარლამენტში „საქართველოს დემოკრატიული კრიზისის“ თემაზე დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატების ნაწილის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. მიზეზად – „დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის დევნა“ დასახელდა. დებატებზე უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასა და იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს, რომლებიც „ადამიანის უფლებებს არღვევენ“. იყო საწინააღმდეგო მოსაზრებებიც: რამდენიმე დეპუტატმა ევროკავშირი საქართველოს მიმართ „ორმაგი სტანდარტების“ და„გეოპოლიტიკური მანიპულაცი ის“ გამო გააკრიტიკა. ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირი არაადეკვატურ მოთხოვნებს უყენებს საქართველოს და არ ითვალისწინებს ქვეყნის უსაფრთხოების რეალობას.