დებატები ევროპარლამენტში – გამოხმაურება თბილისში

15:05, 08.10.2026

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს საქართველოში აფასებენ. დებატებზე ითქვა, რომ ბრიუსელი „ქართულ ოცნებას“ „დემოკრატიულ უკუსვლაში“ ადანაშაულებს და არ გამორიცხავს სანქციებისა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვას. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. მათი თქმით, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე. ოპოზიციაში კი რეზოლუციის სულისკვეთებას ეთანხმებიან. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში დებატები სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ გუშინ გაიმართა.

მსგავსი