ამ წუთებში პროკურატურაში იმყოფება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე. გუშინ მისი გამოკითხვა დავით გარეჯის საქმეზე 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს კი ის, ადვოკატთან ერთად, უწყებაში ისევ მივიდა.
გუშინდელი 14-საათიანი დაკითხვის შემდეგ, კიდევ რა კითხვები აქვს გამოძიებას, გენო ოსიყმაშვილია პირდაპირ ეთერში – რა ინფორმაციას ფლობს მალხაზ მიქელაძე, დღეს რატომ გახდა საჭირო მისი დაბარება.