საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. სამართალდამცველებმა ორი პირი აიყვანეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფოს საზღვარი.

მიმდინარეობს გამოძიება.