დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. ძიების დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს, ვის მოიაზრებს პროკურატურა იმ ზემდგომ პირებში, რომელთა დავალებით, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ. გამოძიების ინტერესის ობიექტად რჩება საზღვრების დამდგენი განახლებული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ფარულ ვიდეოჩანაწერში ივერი მელაშვილთან საზღვრის სადავო მონაკვეთებზე საუბრობს. პროკურატურაში უკვე მესამედ დაბარებული მალხაზ მიქელაძე, 2005 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს მოქმედ კომისიასაც ხელმძღვანელობდა. უკვე ხვალ, 3 თებერვალს გამომძიებლების კითხვებს ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი უპასუხებს. მივა თუ არა გამოძიება ყოფილ პრეზიდენტამდე, – მმართველ გუნდში კითხვის ნიშნებს აჩენს 2007 წლის მაისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ გაკეთებული ის განცხადება, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

მოამბე