დავით ბაქრაძემ კარალეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა 

კარალეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა. რუსული ოკუპაციის შედეგად დაზარალებულებს დავით ბაქრაძემ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება უსურვა და მათ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ბავშვები გორში საახალწლო საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან.