ლექსო ლაშქარავას უკანასკნელ გზაზე აცილებენ

დაშვებული კამერებით აცილებს უკანასკნელ გზაზე მედია გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას. სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა გამოსვენებამდე სახლთან მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს. იოსელიანის ქუჩაზე დილიდან ხალხმრავლობაა. ლექსო ლაშქარავა ორი დღის წინ, 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს აქციაზე დაშავდა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას სახლთან მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს