სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას სახლთან მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს
სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას სახლთან მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს

სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახლთან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს.

მედიის წარმომადგენლები კოლეგას უკანასკნელ გზაზე აცილებენ. ოპერატორები დაშვებული კამერებით გამოხატავენ მწუხარებას.

ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. „ტვ პირველის“ ოპერატორის სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა.

გამოსვენება იოსელიანის ქუჩიდან 15:00 საათზე დაიწყება.

ლექსო ლაშქარავა ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის 5 ივლისს აქციაზე დაშავდა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.