რუსთაველის გამზირზე აქციაზე ღამით 12 სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მუშაობდა და ყველა მოქალაქეს გაეწია შესაბამისი დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარლამენტთან მოქალაქეებს ექიმისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, სიცრუეა. მისივე ინფორმაციით, დაშავდა ორი პოლიციელი, ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს. დაშავდა ხუთი მოქალაქე, ძირითადად დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ მიყენებული.