დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად 54 პალესტინელი დაშავდა

დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად 54 პალესტინელი დაშავდა. ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, შეტაკებებში 20 სხვადასხვა ადგილას საერთო ჯამში 2 000-მდე პალესტინელი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა ისრაელის პოლიციას და ჯარისკაცებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.