დასასვენებელი ადგილები და სკვერები ავტოფარეხების ადგილზე - შეფასებები მერის ინიციატივაზე

როგორ შეხვდებიან კერძო მესაკუთრეები თბილისის მერის ახალ ინიციატივას. დედაქალაქის მერია მზად არის, ავტოფარეხების ნაცვლად შიდა ეზოებში რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოაწყოს.

მოქალაქეების ნაწილი ახალ ინიციატივას მიესალმება, თუმცა, არის მეორე ნაწილიც, რომელსაც კერძო საკუთრების დათმობა არ სურს.

ამ ეტაპზე უცნობია პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი და მონაცემი, თუ რამდენი ავტოფარეხია მოწყობილი თბილისის შიდა ეზოებში.