კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობის ინიციატივას მოსახლეობის დიდი ნაწილი დაეთანხმება
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობის ინიციატივას მოსახლეობის დიდი ნაწილი დაეთანხმება

დედაქალაქის მერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობის ინიციატივას  მოსახლეობის დიდი ნაწილი დაეთანხმება.

თბილისის მერის განცხადებით, როდესაც საუბარია ქალაქის განვითარებაზე, ეკოლოგიური პრობლემის გამოსწორებაზე, საზოგადოების თანადგომის გარეშე, მხოლოდ მერიას ამ პროექტების განხორციელება გაუჭირდება.

„ხშირ შემთხვევაში ამ ფარეხების გამოყენებაც არ ხდება, უბრალოდ აქვთ აშენებული და სათავსოებისთვის იყენებენ. მგონია, რომ ეს არის კარგი ინიციატივა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები, შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველ რიგში საცხოვრებელ კორპუსებს ფასები მოემატება, როდესაც იმ კონკრეტულ არეალში იქნება საუკეთესო სკვერი, საუკეთესო გამწვანება. ეს იქნება ადგილი, სადაც მათ შვილებს შეეძლებათ უსაფრთხოდ თამაში. მაგალითად, შეგვიძლია სპორტული მოედნები გავაკეთოთ, ძალიან ბევრი საინტერესო იდეების მოფიქრება შეიძლება, თუ შედგება თანამშრომლობა. თუ თანადგომა იქნება, მოსახლეობის მხრიდან და შეგნებით მოეკიდებიან ამ პროექტის განხორციელებას, ეს პირველ რიგში მათთვის იქნება საუკეთესო პროექტი”, – განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს.