დაპირისპირება რვა ოპოზიციურ პარტიაში – გამოხმაურება

15:17, 29.08.2025

რვა ოპოზიციური პარტიისადმი თინა ბოკუცავას მოწოდებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მომხდარს წერილობითი განცხადებით გამოეხმაურნენ „სტრატეგია აღმაშენებელში“: „რვიანი“ წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებში არმონაწილე პარტიების კოორდინაციას. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებსა და რეპუტაციაზე. ვფიქრობ, საკმაოდ ითქვა უკვე ამ საკითხზე, მეტი დრო აღარ დავკარგოთ, სჯობს, ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ. 13 სექტემბერს უნდა შევუერთდეთ აქციას, დავიცვათ უვიზო, 4 ოქტომბერს ყველანი უნდა გავერთიანდეთ რუსთაველზე და დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმაც.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობას წარმოადგენდეს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ. ამას სწორედ ამიტომ ვუჭერდი ყოველთვის მხარს – რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს. ცხადია, ჩემთვის მიუღებელია თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელი საქციელი.“- წერს ლევან ცუცქირიძე.

მომხდარი შეაფასეს მმართველ გუნდშიც.

დაპირისპირება რვა ოპოზიციურ პარტიაში

მსგავსი