დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში

ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება მწვავდება. თუ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება, ნაკრების წევრები არც ვარჯიშს და არც ტურნირებში მონაწილეობას აპირებენ.

საკუთარი მოთხოვნა სპორტსმენებმა კულტურის და სპორტის მინისტრს პირადად გააცნეს, თუმცა შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

დავით ქევხიშვილს, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებს, ძიუდოს სამყაროს დიდი ნაწილი ფინანსების არასწორად ხარჯვასა და ძიუდოისტებისთვის არასათანადო პირობების შექმნაში ადანაშაულებს.

სპორტსმენები საკუთარ პრეტენზიებს 10 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე გააჟღერებენ, რომელიც დიდი ალბათობით, ხმაურის ფონზე ჩაივლის.