იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაცია – დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისთვის. აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება, შემდგომი რეაგირებისთვის.
კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება; ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; არასრულწლოვანთა ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები; სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში და პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები. მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა.