თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სამაშველო ოპერაციები აქტიურად გრძელდება. სტიქიიდან 200 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები ისევ გამოჰყავთ.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა. 35 ათასზე მეტი გარდაცვლილია თურქეთის ტერიტორიაზე. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 13 ათასზე მეტი მოქალაქე. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სტიქიის ზონაში უწყვეტად გრძელდება.
რაც შეეხება სირიას, 6 000-მდეა გარდაცვლილი. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაზე და გაერო-ს ცნობებზე დაყრდნობით ვრცელდება. მიწისძვრის შედეგად სირიაში 9 მილიონი ადამიანი დაზარალდა.