დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში, ქალაქ გაზიანთებში, ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ. ოთხი მოქალაქე კი, რომლის დაკარგვის შესახებაც ცხელ ხაზზე ინფორმაცია შევიდა, უკვე ნაპოვნია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროის მონაცემებით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი უკვე დადგენილია. სამწუხაროდ, დადასტურებულია ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია.

გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.