თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6200-ს გადააჭარბა – დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი. სტიქიით დაზარალებულ ათ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ სამხრეთ რეგიონში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაემგზავრა.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში ასობით ადამიანია მოყოლილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ ქართველი მაშველებიც.
სტიქიის ზონაში იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი, ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას პირდაპირ ეთერში.