დაკავებული პოლიციელის საქმე

ბოლნისის პოლიციის ყოფილ ინსპექტორ-გამომძიებელს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, კონსტანტინე ქოჩიშვილი ბრალს არ არიაღებას და აცხადებს, რომ პროკურატურის და მედიის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მიმდინარე პროცესს ის პოლოციელების მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს.

პროკურატურამ გამოძიება 16 წლის მოზარდის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ბოლნისის პოლიციამ ის ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავა.  მოზარდი ამბობს, რომ მას პოლიციელები თანამზრახველების დასახელებას სთხოვდნენ, რა დროსაც მასზე სასტიკად იძალადეს.