დაკავებული პოლიციელი

ფოთში გამთენიისას მომხდარ ფაქტზე პოლიციელს ბრალი წაუყენეს.

პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, სამართალდამცველის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლის გახსნამდე პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

დაზარალებულია თავად პოლიციელიც, რომელსაც, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მძარცველმა თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.