შემთხვევა ფოთში

ქალაქ ფოთში მომხდარ მკვლელობაზე პროკურატურამ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ძალადობით ან იაღარის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ფაქტი ღამის ოთხი საათისთვის ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობას შეესწრო. დაუდგენელი პირი კი სამართალდამცავს თავს დაესხა.

მომხდარის დეტალებს თეა აბსარიძე არკვევდა.