დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ფოთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს, ბრალს დღეს წარუდგენენ, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელი უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებდა და მას კანონი ამის უფლებას აძლევს.

იოსებ  ჯანაშიას მტკიცებით, ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, ახალგაზრდა მამაკაცმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. დაკავებული პოლიციელი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. იგი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.