დაკავება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 

საქალაქო სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირს, კობა ხუნდაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში მილიონ 319 300 აშშ დოლარი. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.