შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულში ბრალდებული კიდევ ექვსი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ჰეროინი, ჰაშიში, მეტადონი, სუბოტექსი და მარიხუანა.
გამოძიებით დადგინდა, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ხდებოდა. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.