შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ირანისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი „მარიხუანა“ და „ემდიემეი“. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.