სამართალდამცველებმა, მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 32 წლის მამაკაცი თბილისში აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ბინის დაქირავების მიზნით, ტელეფონით ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა, რა დროსაც ბინის მფლობელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრისას დაკავებული, მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა. გამოძიება მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.