პოლიციამ ინდოეთის მოქალაქე, 25 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი გვერდი შექმნა, უკანონოდ მოიპოვა ერთ-ერთი მოქალაქის პირადი მონაცემები, შემდეგ უნებართვოდ შეაღწია მისი ინტერნეტბანკის პროფილში და 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა. ფულის ნაწილი კი, 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.