განახლებული ეთერი და ვებ-პლატფორმა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რისთვისაც მთელი გუნდი განსაკუთრებულად ემზადებოდა – ეს პირველი არხის ახალი ვებ-პლატფორმა ახალი დიზაინითა და უცვლელი მისამართით 1tv.ge

პირველად საქართველოში, ვებ-პლატფორმა მკითხველს ახალ ამბებს შვიდ ენაზე სთავაზობს.
ქართულის გარდა, ვებგვერდზე ახალი ამბები განთავსდება აფხაზურად,  აზერბაიჯანულად, ოსურად, სომხურად, ინგლისურად  და რუსულად.

სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, ვებგვერდს აქვს ტექსტის ხმოვანი წაკითხვის ფუნქცია. სპეციალურ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ვებგვერდი დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს გაგიხმოვანებთ.

ოქროს ფონდი, ლიტერატურული ჟურნალი ელექტროლიტი, სპორტის გვერდი და სხვა მრავალფეროვანი რუბრიკები, ფოტოგალერეა, პირდაპირი ჩართვები საქართველოდან და უცხოეთიდან.

როგორ ვემზადებოდით განახლებული ეთერისთვის: პირველი არხის სიახლეებზე მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი.