რა სიახლეებს გთავაზობთ პირველი არხის განახლებული ვებგვერდი 1tv.ge

უკვე დილიდან მოქმედებს პირველი არხის განახლებული ვებგვერდი უცვლელი მისამართით – 1tv.ge.

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, მობილური ტელეფონით თუ სხვა ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობით, რომელსაც აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ვებგვერდი ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ხელმისაწვდომია 7 ენაზე.

საარქივო მასალა, ვიდეო, აუდიო და პირდაპირი რეპორტაჟები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებისა, რომელთა გამოყენებაც პირველი არხის განახლებულ ვებგვერდზე შეგიძლიათ.