პირველი არხის ახალი აპლიკაცია

ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ უახლესი ინფორმაცია შეგიძილიათ მიიღოთ პირველი არხის ახალი მობილური აპლიკაციის დახმარებითაც.

ახალი ამბების მობილური აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს. ყველაზე სწრაფი და ობიექტური ინფორმაცია, სიახლეების ჩანიშვნის საშუალება, სასურველი რუბრიკის გამოწერა, უწყვეტი პირდაპირი ეთერი. ეს იმ ფუნქციების ნაწილია, რომლითაც აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ ისარგებლებთ.

მობილურ აპლიკაციაში, პირველი არხის ვებგვერდის მსგავსად, ახალი ამბები ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი. აპლიკაცია სპეციალურ რუბრიკას სთავაზობს სპორტის მოყვარულებსაც.

გვიპოვე AppStore-ზე

გვიპოვე PlayStory-ზე