დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე

12:15, 01.09.2025
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ვაკე-საბურთალოს პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 1966 წელს დაბადებულ მამაკაცს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი