დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი დაჭრა. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.