დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
შიდა ქართლის პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ოთხი პირი. საუბარია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებებზე.
 
გამოძიებით დადგინდა, გორში მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიჭრა. მომხდარის შემდეგ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა ტერიტორია ძმისშვილთან ერთად დატოვა, რომელიც ასევე დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
 
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.