პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად ორი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, ერთი პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.
საუბარია 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე. უწყების ცნობით, ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ, იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა, გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი.