დაკავება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით, ქუთაისში სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევით გადაწყვიტეს. რის გამოც მოეწყო შეხვედრა.
დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც, ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.