პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ახორციელებს.
გამოძიების ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. გეგმის თანახმად, ისინი ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.