დაკავება ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ოფისებში შეჭრის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ხუთი პირი, ხოლო „თბილისი პრაიდი“-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე, სამი პირი დააკავა. ამასთან, დღესვე, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ფაცია.

რა კითხვები ჰქონდა საგამოძიებო უწყებას მასთან და მოხდება თუ არა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, – თეონა ბარბაქაძე გვეტყვის.

მოამბე

დატოვე კომენტარი