გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ფაცია თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას მიაწვდის ინფორმაციას. ამ დრომდე არ გამოკითხულა პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, თემის დეტალებით თეონა ბარბაქაძე ჩაგვერთვება.

მოამბე