აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი აიყვანა. 33 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა სარფში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. სირეცი ამოიღეს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.